რესტორანი მიწიდან 50 მეტრზე, ექსტრემის მოყვარულთათვის

თუ ბელგიაში ხარ, ექსტრემალი ხარ და ამავდროულად მოგშივდა, შეგიძლია ესტუმრო ერთ განსაკუთრებულ რესტორანს, „Dinner in the sky“. რესტორანი გამორჩეულია იმით, მთელი სივრცე გამოკიდებულია ამწეზე და სტუმრებს ემსახურება მიწიდან 50 მეტრზე. დელიკატესების გარდა რესტორანში შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკითაც. სესია გრძელდება 6 საათის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე სტუმრები უსაფრთხოების მიზნით დამაგრებულნი არიან სპეციალურ სკამებზე. ერთი სესიის განმავლობაში მხოლოდ 20 კაცის მომსახურებაა შესაძლებელი.

რესტორანი დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში ემსახურება ექსტრემალებს.

თუ ამ სახის რესტორანში მოხვდით გაითვალისწინეთ, რომ მას ტუალეტი არ აქვს, ამიტომ ბევრს ნუ დალევთ თუ რა თქმა უნდა ჩიტობა არ გაქვთ გადაწყვეტილი პირველი პარაშუტისტი გურულივით.

Advertisements

ლეონარდო და ვინჩი

ათასწლეულის საუკეთესო გამომგონებელთა შორის იგი მესამეა. პირველ გამომგონებლად იოჰანეს გუტენბერგი აღიარეს, რადგან მან ხალხს განათლება მოუტანა, მეორედ-ტომას ედისონი, მან ხალხი სიბნელიდან გამოიყვანა, მესამედ კი – ლეონარდო და ვინჩის, როგორც ადამიანი, რომლის აზროვნებაც დროს უსწრებდა.

Continue reading

ადგილი სადაც, დროშას არასდროს წევენ ზევით და უშვებენ ქვევით..

ერთადერთი ადგილი სამყაროში სადაც დროშა მუდმივად აღმართული რჩება, გლოვის ნიშნად არ უშვებენ ან სხვა შემთხვევებში საზეიმოდ არ აღმართავენ არის მთვარე.

მთვარეზე საწყის პერიოდში 6 დროშა ფრიალებდა და რა თქმა უნდა ისინი აშშ-ს ეკუთვნოდა, რადგად ის არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ადამიანები გადასხა მთვარეზე. 6 დროშა მთვარეზე სხვადასხვა ადგილას განთავსდა Apollo 11, 12, 14, 15, 16 და 17 მისიების დროს. მთვარეზე სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის, რუსეთისა და ინდოეთის დროშებიც მოიძებნება, თუმცა ისინი მხოლოდ რაიმე მოწყობილობაზეა დატანილი და როგორც დროშა არ ფრიალებს.

დღეს ერთის გარდა ყველა დროშა ისევ თავის ადგილზე რჩება, თუმჩა აშშ-სათვის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ისინი აღარ არის აშშ-ს დროშები. ისინი გათეთრდა.

მოთხრობა 50 000-ზე მეტი სიტყვით და ინგლისური „E“-ის გამოყენების გარეშე.

Image

თუ ინგლისური დაწყებით დონეზე მაინც იცით, ისიც გეცოდინებათ ან ყოველ შემთხვევაში შეამჩნევდით, რომ სიტყვების დიდ უმრავლესობაში გამოიყენება ხმოვანი „E“, თუმცა 1939 წელს ერნესტ ვინსენტ რაითმა დაწერა ნოველა Gadsby, რომელშიც ხმოვანი „E“, არცერთხელ არ არის გამოყენებული. წიგნი თავის დროზე ავტორმა თავად გამოსცა, მაგრამ პირველ წლებში მან პოპულარობა ვერ მოიპოვა. დღეს კი ის ე.წ. ექსპერიმენტული მწერლობის მოყვარულთა ერთ-ერთი ფავორიტი წიგნია.

წიგნში მოქმედება ვითარდება მომაკვდავი ფინანსური ქალაქის ბრენტონ ჰილზის გარშემო, რომელიც კვლავ გამოცოცხლდება მთავარი გმირის, ჯონ გედსბისა და მისი ორგანიზებული ახალგაზრდების ძალისხმევით.

რას აკეთებენ ადამიანები 5 დოლარად..

რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე http://fiverr.com/ და იდეა ძალიან მომეწონა. რა არის fiverr.com? ადამიანები მთელი მსოფლიოდან წერენ თუ რას გააკეთებდნენ 5 დოლარად ან რაში გადაიხდიდნენ ამდენივე თანხას. სამწუხაროდ, ახლა ვეღარ აღმოვაჩინე, მაგრამ მახსოვს ერთი გვთავაზობდა, რომ მაღვიძარას ფუნქციებს შეასრულებდა 1 თვის განმავლობაში, ანუ შეთანხმებულ დროს დაგირეკავდა და გაგაღვიძებდა. თქვენც გადახედეთ და ბევრ საიტერესო რამეს წააწყდებით. მათ შორის შეიძლება ფრიად სარფიანი გარიგებაც დადოთ.

პ.ს. თუმცა ისევ ეს ყბადაღებული Paypal-ის პრობლემა. საიტზე ყიდვა-გაყიდვას, მხოლოდ ფეიფალის მომხმარებლები თუ შეძლებენ. ფეიფალი კი უკვე დიდი ხანია ბევრი ქართველისთვის საოცნებოდაც კი იქცა და ფეისბუქზე შესაბამისი გვერდებიც გამოჩნდა.. აი მაგალითისათვის: https://www.facebook.com/GeoPayPal

 

***update*** Paypal უკვე საქართველოშია, ამიტომ თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ ბიზნესში.

მწვადის შეწვის ხელოვნება

მწვადის შეწვა არც ისეთი იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც სიტყვა “შეწვა” პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. მწვადი თავისავე ცხიმში უნდა მოიშუშოს. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორც-ასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. დაუწერელი წესია – მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას.

მწვადზე ექსპერიმენტების ჩატარება “ცოდვაა”. უმჯობესია მწვადის ოსტატთა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დავეყრდნოთ. მწვადის ხარისხი დამოკიდებულია: ხორცის ცხიმიანობაზე, ნაჭრების ზომასა და იმაზე, თუ რამდენად ახალია ხორცი. ბატკნის ხორცი ნაკლებად ნოყიერია, ისევე როგორც ხბოსა და გოჭის.

და კიდევ, მწვადის შეწვაში არასათანადოდ გათვითცნობიერებული ადამიანები უპირატესობას ახლად დაკლულ საქონლის ხორცს ანიჭებენ, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ “თბილი” ხორცის მწვადი მაგარი და ნაკლებად გემრიელია. უმჯობესია ხორცს 5-10 საათით ვაცალოთ “მომწიფება”, სამაგიეროდ ნახელავი გემრიელი გამოვა.

თუ ეჭვობთ, რომ ხორცი ბებრი საქონლისაა, მაშინ სამწვადედ ქონიანი ნაჭრები შეარჩიეთ. ლოგიკა მარტივია – ქონი სწრაფად გადნება და მწვადი რბილი და წვნიანი გახდება. საამისოდ შამფური ისე უნდა დადოთ, რომ ხორცის ქონიანი ნაწილი ზემოდან მოექცეს, რათა გამნდნარი ცხიმი ხორცშივე ჩაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ნაკვერჩხალში ჩაეწვეთება, აალდება და მწვადი დაიწვება.

თუ ხორცი ზედმეტად მჭლეა, ნაჭრებს ძმარი, ბროწეულის წვენი ან მშრალი წითელი ღვინო უნდა მოვასხათ, რათა მწვადი ცვრიანი გამოვიდეს. ცხიმიან ხორცს კი, თუ უბრალოდ წყალს მოვასხამთ, მწვადი გაცილებით გემრიელი გამოვა. მწვადის შეწვის კლასიკური მეთოდის მიხედვით, შეწვამდე ხორცს მარილი, პილპილი და ხახვი უნდა მოვაყაროთ (თუმცა მარილი ძალიან არ უხდება ცხვრის ხორცს), მაგრამ ეს ყველაფერი თეფშზეც შეგვიძლია მოვაყაროთ.

მწვადის შეწვისას არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რომელ მცენარეს ვიყენებთ შეშად. მაგალითად ნაძვის ფისი მწვადს კანიფოლის სურნელს მიანიჭებს, შავი კოპიტის სუნი კი მადას დაგიქვეითებთ.

ვერხვი არა მარტო ცოცხალ ორგანიზმებს ემტერება, შეშადაც არ გამოდგება, რადგან კარგ ნაკვერჩხალს ვერ იკეთებს. გირჩევთ არასდროს გამოიყენოთ შეშად ფიცრები. ჯერ ერთი, მისგან ნაკვერჩხლის ნაცვლად ნაცარს მიიღებთ, მეორეც – ფიცარი უმეტეს შემთხვევაში შეღებილია. ქიმიური საღებავის გემო კი, ვგონებ მწვადზე მოქეიფეებს დიდად არ ესიამოვნებათ.

იდეალური ვარიანტი ხილის ხეებია. მაგალითად გარგრის ხე ხორცს სასიამოვნო არომატს აძლევს და უფრო გემრიელს ხდის. ვაშლის ხის შეშა კარგ ნაკვერჩხალს ტოვებს, თუმცა ხორცს არომატს არ ანიჭებს.

ქლიავის ხის შეშა კარგად იწვის, ნაკვერჩხალი კი დიდხანს ძლებს. საკმარისია ნებისმიერ შეშას ალუბლის ტოტები დავამატოთ, რომ ხორცი განუმეორებელ არომატს მიიღებს. მწვადის შესაწვავდ კი საუკეთესო მაინც დალოცვილი წალამია.

გურმანების თავისებურებანი
ყირიმის თათრები მწვადის ჩვენზე არანაკლები ოსტატები არიან. ისინი ხორცს ამჟავებულ რძეში დებენ, რომელშიც ძირა და ხახვია არეული. მარინირების ვადა ამ ფორმულით განისაზღვრება – რაც უფრო დიდხანს, მით უკეთესი.

მწვადი ყირიმულად: ცხვრის რბილი ხორცი დაჭერით და მოათავსეთ შუშის ან მომინანქრებულ ჭურჭელში (დაუშვებელია ლითონის ჭურჭლის გამოყენება). დაასხით ამჟავებული რძე, მოაყარეთ ხახვი, პილპილი და ნიორი. გააჩერეთ რაც შეიძლება მეტ ხანს. ორი-სამი დღის მერე ხორცი ისეთ სასიამოვნო არომატს მიიღებს, რომ მისი უმად შეჭმა მოგინდებათ. სწორედ ასე იქცევიან ყირიმის თათრები. ისინი კოცონს სიმბოლურად უფრო ანთებენ.

თურქები და აზერბაიჯანელები, რომლებიც მწვადს ქაბაბს უწოდებენ, უპირატესობას ბატკნის ნეკნებს ანიჭებენ. ჩვენი მეზობლები ხუმრობითაც ამბობენ – ”ან თოთო ბატკნის ხორცით უნდა ჩაიტკბარუნო პირი, ან მშიერი დარჩე”.

ხორცი მომცრო ნაჭრებად დაჭერით, ისე რომ ყოველ ნაჭერში იყოს ნეკნი ან ხრტილი. არავითარ შემთხვევაში არ მოაყაროთ მარილი ან წიწაკა და არ მოასხათ ღვინო. ნაჭრები ააცვით შამფურებზე და ნაკვერჩხალზე შეწვით. მწვადს მიირთმევენ სალათის ფურცლებთან, მწვანე ხახვთან და ნიორთან ერთად.

სომხები ჩვენგან განსხვავებით, ხორცს ვეება ნაჭრებად წვავენ და შემდეგ ნაჭრებს ათლიან. ისინი ირწმუნებიან, რომ ხორცის დიდი ნაჭრები შეწვისას უკეთ ინარჩუნებს წვენს. მარინადისთვის იყენებენ დაკეპილ ხახვსა და ლიმონს, კონიაკს, დაფქულ მიხაკს, სუნელებს, წიწაკასა და ორი სუფრის კოვზ ღვინის ძმარს.

რა უხდება მწვადს?!
მწვადის “კანონიკური” აქსესუარებია მშრალი წითელი ღვინო ან მწვანე ჩაი. თუმცა, გვეეჭვება ისეთი ქართველის არსებობა, ვინც მწვადს ჩაის მიაყოლებს. აღნიშნული სასმელები ანეიტრალებენ ცხიმს და ამით თავიდან ავიცილებთ მის გაგლესას ენასა თუ კუჭზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კეტჩუპისა და ტყემლის საწებელზე მეტად მწვადს ბროწეულის სოუსი ნარშარაბი უხდება. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ – მაგალითად ჩვენი მწვადისმოყვარე მეზობლები საწებლად მაწონს ან ალუბლის მურაბას იყენებენ.

წყარო: http://kveba.ge/

აწ უკვე უცნაური ჩანაწერები პირველი ბრიტანიკის ენციკლოპედიიდან

ენციკლოპედია ბრიტანიკა მოგეხსენებათ ერთ-ერთი უდიდესი ენციკლოპედიაა, რომელიც ჯერ კიდევ ბეჭდვის პროცესშია. პირველი ბრიტანიკა 1768 წელს დაიწერა და დღეის გადმოსახედიდან ბევრ უცნაურ ჩანაწერს შეიცავდა, ყველაფერთან ერთად ის მონსტრებს ადამიანის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევდა. გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას:

ადამიანები და მონსტრები

ჰომო საპიენსი იყოფა 5 ქვეჯგუფად: ამერიკელები, ევროპელები, აზიატები, აფრიკელები და მონსტრები.

მედიცინა

გაზების დაგროვების სამკურნალო საშუალებად ენციკლოპედია გვირილის ჩაის დალევასა და ჩიბუხის დახმარებით ანუსიდან მოწევას გვთავაზობს.

შოკოლადი

შოკოლადის იმპორტი აკრძალულია, მაგრამ მისი დამზადება დასაშვებია სახლის პირობებში პირადი მოხმარებისათვის, მაგრამ ამისათვის 3 დღით ადრე უნდა შეატყობინო ოფიცერს.

მზის სისტემა

მზის სისტემა ბრიტანიკის მიხედვით შედგებოდა 6 პლანეტისაგან (ურანი 1781 წელს აღმოაჩინეს, ნეპტუნი კი 1846 წელს)

კალიფორნია

კალიფორნია აღწერილია როგორც დიდი ქვეყანა, რომელიც დასავლეთ ინდიელებითაა დასახლებული. იმ დროისთვის გაურკვეველი იყო ის კუნძული იყო თუ ნახევარკუნძული.

უაზრო კანონები

მე-6 საუკუნის განმავლობაში ინგლისში ჩვეულებად იყო მიღებული ადამიანისათვის დაცემინების მილოცვა, რადგან ითვლებოდა, რომ ამით ადამიანი სხეულიდან ეშმაკებს განდევნიდა. ევროპაში შავი ჭირის გავრცელების დროს კი რომის პაპმა შემოიღო კანონი, რომლითაც ყველა ვალდებული იყო ეთქვა ,,ღმერთი იყოს შენი მფარველი”, როდესაც ადამიანი დააცემინებდა. Continue reading