რას აკეთებენ ადამიანები 5 დოლარად..

რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე http://fiverr.com/ და იდეა ძალიან მომეწონა. რა არის fiverr.com? ადამიანები მთელი მსოფლიოდან წერენ თუ რას გააკეთებდნენ 5 დოლარად ან რაში გადაიხდიდნენ ამდენივე თანხას. სამწუხაროდ, ახლა ვეღარ აღმოვაჩინე, მაგრამ მახსოვს ერთი გვთავაზობდა, რომ მაღვიძარას ფუნქციებს შეასრულებდა 1 თვის განმავლობაში, ანუ შეთანხმებულ დროს დაგირეკავდა და გაგაღვიძებდა. თქვენც გადახედეთ და ბევრ საიტერესო რამეს წააწყდებით. მათ შორის შეიძლება ფრიად სარფიანი გარიგებაც დადოთ.

პ.ს. თუმცა ისევ ეს ყბადაღებული Paypal-ის პრობლემა. საიტზე ყიდვა-გაყიდვას, მხოლოდ ფეიფალის მომხმარებლები თუ შეძლებენ. ფეიფალი კი უკვე დიდი ხანია ბევრი ქართველისთვის საოცნებოდაც კი იქცა და ფეისბუქზე შესაბამისი გვერდებიც გამოჩნდა.. აი მაგალითისათვის: https://www.facebook.com/GeoPayPal

 

***update*** Paypal უკვე საქართველოშია, ამიტომ თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ ბიზნესში.

მოკლე ფაქტები ყველაფერზე

ჯერ კიდევ ნაპოლეონი ფიქრობდა, რომ : ,,ჩინეთი მძინარე გოლიათია. როცა გაიღვიძებს მსოფლიოს შეაზანზარებს.

პიზის კოშკი არასდროს ყოფილა გამართული. 1173 წელს, მშენებლობის დაწყებისას, საძირკველი არასწორად იქნა ჩასხმული. მშენებლობა შეჩერდა და ის მხოლოდ 100 წლის შემდეგ განახლდა. პიზის კოშკს 1911 წლიდან ყოველწლიურად ზომავენ და როგორც ჩანს, ის ყოველ წელს 1.2 მილიმეტრით იხრება სამხრეთისაკენ. დღეს კოშკი 5.3 მეტრით არის ცენტრიდან გადახრილი. Continue reading